დონბასელი სეპარატისტები რუსეთის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ითხოვენ

 

დონბასელი სეპარატისტები რუსეთისგან მორალური, ფინანსური და სამხედრო მხადაჭერის საჭიროებაზე საუბრობენ. ამის შესახებ დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა რუს პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის იუთუბ ეთერში განაცხადა. 

"პირველ რიგში მორალური დახმარება, უარს არ ვიტყოდით ფინანსურ დახმარებაზეც. აუცილებელია სამხედრო დახმარებაც სხვადასხვა მიმართულებით",- თქვა ბასურინმა. 

ბასურინის თქმით, აუცილებელია დონბასელებმა იცოდნენ, რომ მათ ზურგსუკან არ უღალატებენ, ისინი დარწმუნებულები უნდა იყვნენ, "ჩვენ და რუსეთი მეგობრები ვართ".

ბასურინის განცხადებამდე ცოტა ხნით, ადრე კრემლის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის კითხვა გაუწევს თუ არა რუსეთი პირდაპირ სამხედრო დახმარებას სეპარატისტულ რესპუბლიკებს. 

 

მსგავსი სიახლეები