დონბასელმა სეპარატისტებმა მასობრივი ევაკუაციის დაწყება გამოაცხადეს

 

დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა მასობრივი ევაკუაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 

ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

სეპარატისტების ლიდერის თქმით, ევაკუირებულ მოსახლეობას რუსეთში გადაიყვანენ. პუშილინი ამბობს, რომ პირველ რიგში მოხდება ბავშვების, ქალების და მოხუცების ევაკუაცია - მათ როსტოვში განათავსებენ. 

"ევაკუირებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი აუცილებელელი პირობით. გამშვებ პუნტქებზე ყველაფერი მოწყობილია სწრაფი გადასვლისთვის. მოვუწოდებ მოსახლეობას მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, დროებითი ევაკუაცია გადაარჩენს თქვენ სიცოცხლეს."- ამბობს პუშილინი. 

რუსეთის მიერ მართული სეპარატისტების ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ცოტა ხანში გასცემს ბრძანებას დონბასზე შეტევის დაწყების შესახებ. 

___________________________________________________

ბოლო დღეების განმავლობაში დასავლური წყაროები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის საბაბის შექმნას ცდილობს. მათ შორის საუბარი ვიდეოებსა და სხვა ყალბ ამბებზე, რომელშიც ასახული იქნება თუ როგორც კლავენ ან აწამებენ რუსულენოვან ადამიანებს უკრაინელი სამხედროები. 

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ეუთოს დამკვირვებლებმა დონბასში 500-ზე მეტი აფეთქება დაითვალეს. პერიოდულად მთელი დღის განმავლობაში სეპარატისტების პოზიციებიდან იბომბებოდა დასახლებული პუნქტებიც. 

მათ შორის საარტილერიო დაბომბვის არეალში მოხვდა 20-ზე მეტი დასახლება, ჭურვები დაეცა საბავშვო ბაღში, რკინიგზის სადგურსა და სკოლა-ლიცეუმი ეზოშიც. 

უკრაინული მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ეუთოს დამკვირვებლებს დარჩნენ ქვეყანაში და დეტალურად აღრიცხონ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევები. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს მკაფიოდ დაგმონ დონბასში რუსეთის მიერ მართული ესკალაცია. 

ამავე პერიოდში პრეზიდენტმა ზელენსკიმ სრული მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ვლადიმირ პუტინს, თუმცა კრემლში ამბობენ, რომ ზელენსკისთან შეხვედრისთვის საკმარისი წინაპირობები არ არსებობს. 

 

მსგავსი სიახლეები