რეზნიკოვი: რუსეთმა შესაძლოა ახალი შეტევა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაში დაიწყოს

რუსეთმა შესაძლოა ახალი ფართომასშტაბიანი შეტევა ორი მიმართულებით წამოიწყოს. ამის შესახებ BFMTV-ის ეთერში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

"ჩვენ ინიციატივას ვერ დავკარგავთ... მიგვაჩნია, რომ [რუსები - რედ.] ილუზიაში ცხოვრობენ, 24 თებერვალს შეიძლება რაღაც სცადონ... მტრის დაუფასებლობა არ გვახასიათებს", - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინის საზღვრებზე "მნიშვნელოვნად მეტი ოკუპანტი" ფიქსირდება, ვიდრე 300 ათასი მობილიზებულია, რასაც რუსეთის ხელისუფლება აცხადებს. რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დამპყრობლებს შეუძლიათ შეტევა დონბასში ან სამხრეთ უკრაინაში დაიწყონ.

ამიტომ მინისტრმა ნატოს სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის დახმარება გაზარდონ.

"პარტნიორებს ვეუბნებით, რომ ჩვენც უნდა ვიყოთ მზად, რაც შეიძლება მალე. ამიტომ, გვჭირდება იარაღი მტრის შესაჩერებლად, რადგან ომში ყველაფერი ინიციატივით წყდება", - განაცხადა რეზნიკოვმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია "საჰაერო აქტივების" მიღება.

მსგავსი სიახლეები