სეპარატისტებმა "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში დახმარება რუსეთს სთხოვეს
დონეცსკისა და ლუჰანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ე.წ. პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინს სამხედრო დახმარება სთხოვეს.
"არსებულ ვითარებაში, კიევისგან მომავალი საფრთხის გამო ხალხი იძულებულია დატოვოს სახლები, გრძელდება მათი ევაკუაცია რუსეთში. უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განგრძობადი აგრესიის პირობებში, რესპუბლიკებში ნადგურდება სამოქალაქო და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და რაც ყველაზე საშინელია - იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები, კიევის რეჟიმის ქმედება მეტყველებს, რომ ისინი არ აპირებენ აგრესიის შეჩერებას", - აცხადებენ თვითაღიარებული რესპუბლიკები.
მასალა განახლებადია.