დონბასის აღიარების საპასუხოდ კანადამ რუსეთს სანქციები დაუწესა
რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები კანადამაც დაუწესა.
კანადის პრემიერის თქმით, ევროპაში ნატოს მხარდასაჭერად კანადა ლატვიაში დამატებით 460 სამხედროს გაგზავნის.
სანქციების ერთი ბლოკი თავის მოქალაქეებს რუსეთის მიერ აღირებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებში ბიზნესის კეთებას უკრძალავს.
სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან რუსეთის სახელმწიფო დუმის ის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას.
"ეს სანქციები მნიშვნელოვანი ნაწილია და გამიზნულია მათთვის, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე."- ამბობს ტრუდო.
ტრუდომ განმარტებით, სანქციები ძალაში იქნება მანამ, სანამ არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.