დონბასში უკრაინელებმა რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს

19 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რუსი დამპყრობლების 10 თავდასხმა მოიგერიეს. ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის პრესცენტრი ავრცელებს.

"მიმდინარე დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების დაჯგუფების სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 10 თავდასხმა. ოსტატურად მოქმედების წყალობით ჩვენმა ჯარისკაცებმა ზიანი მიაყენეს რუს ოკუპანტებს." - ნათქვამია განცხადებაში.

შტაბმა აღნიშნა, რომ "უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს 12 ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, 28 ჯავშანტრანსპორტიორი  და ორი ავტომობილი".

"დონბასის ცაზე საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის თვითმფრინავი Су-34, ერთი KA-52 ვერტმფრენი, ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებს შტაბის პრესცენტრი.

მსგავსი სიახლეები