დუბლინში 3 ბავშვის დაჭრის შემდეგ, პოლიციასა და დემონსტრატებს შორის შეტაკებები მოხდა
ირლანდიის პოლიციამ განაცხადა, რომ დუბლინის ქუჩებში მიმდინარე არეულობებში ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები არიან ჩართული. ირლანდიის დედაქალაქში ძალადობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი დაწყებითი სკოლის წინ დანით დაჭრეს.
ამის შესახებ Sky News წერს.
დუბლინში მომიტინგეებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და პოლიციას ბოთლები ესროლეს, ასევე ცდილობდნენ სამართალდამცავების ცემას.
დემონსტრანტებმა პოლიციის ავტომობილი დაწვეს
ხუთშაბათს, დაახლოებით 13:30 საათზე, Gaelscoil Choláiste Mhuire-თან, დაწყებით სკოლასთან უცნობი პირი ხალხს დანით თავს დაესხა.
მძიმედ დაშავდა ხუთი წლის ბავშვი და ქალი, რომლებიც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და დიდი დანა ამოიღო. მისი მოქმედების მოტივები ამ დრომდე არ დადგენილა, თუმცა პოლიციამ უკვე გამორიცხა ტერაქტის მცდელობა.
ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჰელენ მაკენტიმ განაცხადა: "დღეს საშინელი თავდასხმა მოხდა დუბლინის ცენტრში. ამ საშინელმა დანაშაულმა ყველა ჩვენგანი შოკში ჩააგდო."