კვლევა: ირლანდიაში უკვე ყოველი მეორე ნატოში გაწევრიანების მომხრეა
რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის ფონზე ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, სამხედრო ბლოკში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
ირლანდიაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ნატოში გაწევრიანებას ირლანდიელების 48 პროცენტი ემხრობა, მოწინააღმდეგე კი 34 პროცენტია.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კუნძულოვანმა რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, თუმცა ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში დიდ ბრიტანეთთან ერთად წევრობაზე უარს ამბობდნენ.
იმავე გამოკითხვის თანახმად, ირლანდიელების 59 პროცენტი თავდაცვის ხარჯების „მნიშვნელოვნად ზრდას“ ემხრობა.
ამჟამად დუბლინი სამხედრო ბიუჯეტზე მშპ-ს 0.2 %-ს ხარჯავს.
ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატა ამ კვირაში ირლანდიის კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის მუხლის განხილვას აპირებს.
მუხლის ამოღების შემთხვევაში ირლანდია ბოლო 85 წლის განმავლობაში დამკვიდრებულ ნეიტრალიტეტის პოზიციაზე იტყვის უარს.
ბოლო დროს ნატოში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შვედეთში.
შვედეთის მეზობელ ფინეთში სამხედრო ალიანსში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობამ - ისტორიაში პირველად - მოსახლეობის ნახევარს გადააჭარბა.