დუდა: რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს, სანქციები უნდა გამკაცრდეს
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეჭვობს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დიალოგის გზით დასრულების შესაძლებლობაში. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში 6 აპრილს განაცხადა.
"რუსეთთან დიალოგს აზრი არ აქვს. ვლადიმირ პუტინს უნდა წაუყენოთ ძალიან მკაცრი პირობები. თქვენ უნდა თქვათ: "თუ ამ პირობებს არ აკმაყოფილებ, სალაპარაკო არაფერი გვაქვს". ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს უკრაინას, გავაძლიერებთ სანქციებს, რადგან თუ თქვენ გაქვთ დიალოგი, რომელიც არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ თამაშია რუსეთისთვის დროის საყიდლად", - განაცხადა მან.
დუდამ რუსეთისა და მისი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მოითხოვა.
"სანქციების რეჟიმი უნდა გამკაცრდეს. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა... თუმცა პრობლემა ისაა, რომ ზოგიერთი ქვეყნისთვის ეს ფუნდამენტურია [დამატებით სანქციებზე უარის თქმა]", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.