დუდა ტრამპის დაბრუნებაზე: ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ძალიან მკაფიო და გასაგებ პოლიტიკას

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება, "ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ძალიან მკაფიო და გასაგებ ამერიკული პოლიტიკას."

დუდას განცხადებას Polsat News ციტირებს.

მან შეერთებულ შტატებში ხელისუფლების შეცვლაზე სინგაპურის პრეზიდენტ თარმან შანმუგარატნამასთან, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.

დუდამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპს "საკმაოდ კარგად" იცნობს.

"ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ერთად მისი პირველი ვადის განმავლობაში. ეს იყო ოთხი წლის წინ. ვფიქრობ, ჩვენ კვლავ შეგვიძლია ველოდოთ ძალიან მკაფიო და გასაგებ პოლიტიკას," - თქვა მან.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა უნდა შეასრულონ "სრულყოფილი როლი ძლიერი და ერთიანი" ევროპის მშენებლობაში, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების წინაშე, რომელსაც ტრამპი ხელმძღვანელობს. 

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტრამპს ევროპისთვის "გამოწვევა" უწოდა.

მსგავსი სიახლეები