ეჭვების გასაფანტად კრემლი 'გამოჯანმრთელებული' კადიროვის კადრებს აქვეყნებს

რამზან კადიროვის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კრემლი ვლადიმირ პუტინისა და რამზან კადიროვის შეხვედრის კადრებს ავრცელებს. 

გავრცელებულ ვიდეოში, ჩეჩნეთის ლიდერი დამოუკიდებლად მოქმედებს, მისი მეტყველება გამართულია და ხშირად იღიმის. ცოტა ხნით ადრე ძალოვან უწყებებთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ტელეგრამ არხმა გაავრცელა რამზან კადიროვისა და როსგვარდიის უფროსის, ვიქტორ ზოლოტოვის შეხვედრის გამოუქვეყნებელი კადრები. 

ზოლოტოვთან შეხვედრაზე რამზან კადიროვი ბევრად უფრო უარესად გამოიყურება, ის პრაქტიკულად ვერ მოძრაობას, ხოლო მისი მეტყველება გაუმართავია და არ ებმება ზოლოტოვის ნათქვამს. 

ახალი ვიდეო მეტყველებს, რომ მაღალი ალბათობით ექიმებმა შეძლეს რამზან კადიროვის მდგომარეობის გაუმჯობესება. 

იმაზე, რომ კადიროვის და პუტინის შეხვედრა ნაჩქარევად დაიგეგმა მეტყველებს ისიც, რომ კადიროვს თან არ აქვს პრეზენტაცია - ბოლო პერიოდში კრემლში გამოძახებული თითოეული გუბერნატორი პრეზიდენტთან შეხვედრაზე სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციის 2 ეგზემპლარით მოდის. 

კონტექსტი

გასულ დღეებში რუსულ მედიასა და ტელეგრამ არხებში აქტიურად ვრცელდება ცნობები რამზან კადიროვის ჯანრმთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. 

ბოლო დღეები კრემლის საავადმყოფოს სახელით ცნობილ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან ჩეჩნური ნომრების მქონე დაბურული სახელმწიფო ავტომობილების სიმრავლე შეინიშნებოდა. 

მსგავსი სიახლეები