ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაშალა და ნაადრევი არჩევნები დანიშნა
ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, ეროვნეული ასამბლეის არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლის (მეორე ტური) გაიმართება, მას შემდეგ, რაც მოქმედი პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა.
"მე არ მაქვს უფლება, ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა"- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ, ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთიდან მარინ ლე პენის პარტიამ გაიმარჯვა.
მაკრონის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სწორად ევროპარლამენტის შედეგებიდან გამომდინარეობს.
"მე მაქვს რწმენა ჩვენი დემოკრატიის: დაე, ხალხმა გამოხატოს თავისი აზრი"-დაამატა მაკრონმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-დან 9 ივნისამდე, სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობდა. საფრანგეთში, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი მარინ ლე პენის ეროვნულმა გაერთიანებამ დაიკავა, მეორეზე მაკრონის პარტია, ხოლო მესამზე სოციალისტური პარტიის კოალიცია გავიდა, რომლის ლიდერიც რაფაელ გლუკსმანი იყო.
ეროვნული ასამბლეის არჩევნეი ბოლოს 2022 წელს გაიმართა, სადაც გამარჯვება მაკრონის რენესანსის პარტიამ მოიპოვა, თუმცა, მათ არ ეყოთ საკმარისი ხმები, რათა გადაწყვეტილებები ერთპარტიულად მიეღოთ.