ეპიფანე: ათობით მრევლი და მრავალი მონასტერი უკვე შეუერთდა უკრაინის ეკლესიას
მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი რიგი მრევლები და მონასტრები უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუერთდნენ. ამის შესახებ Twitter-ზე 26 მარტს მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა.
"ათობით მრევლმა, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში მდებარე რამდენიმე მონასტერმა უკვე ნებაყოფლობით და შეგნებულად შეასრულა კანონიკური მოვალეობა და მიჰყვა ავტოკეფალიის ტომოსს, გააკეთეს არჩევანი ეკლესიისა და უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის და ჩვენი გულის კარები ყველასთვის ღიაა!" - წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.