ერ-რიადი და ანკარა უკრაინელი ბავშვების დასაბრუნებლად მოლაპარაკებებს მართავენ
საუდის არაბეთი და თურქეთი რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დასაბრუნებლად საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან ჩართულია ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
წყაროების ცნობით, უკრაინული და რუსული მხარეები ამ დროისთვის ადგენენ ბავშვების სიებს, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. გაზეთის ინფორმაციით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
წყაროს ცნობით, საუდის არაბეთმა უკრაინელი ბავშვების საკითხი ივნისში კოპენჰაგენში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე წამოჭრა. დასავლურმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საუდის არაბეთის სამშვიდობო ინიციატივას არამხოლოდ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხში, არამედ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის და მარცვლეულის შეთანხმების ასპექტში.
უკრაინის მთავრობაში ამბობენ, რომ რუსეთში დეპორტირებული ბავშვების რაოდენობა დაახლოებით 20 ათასს შეადგენს, თუმცა განმარტავენ, რომ მაღალი ალბათობით ეს არ არის დაზუსტებული რიცხვი.
ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ იძლევა რუსეთის ფედერაციაც. რუსეთი გატაცებულ უკრაინელ ბავშვებს ომის გასამართლებელ ინსტრუმენტად იყენებს.
უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს რუსეთის მთავრობა სპეციალურ საბავშვო დაწესებულებებში ანთავსებს, სადაც პერიოდულად პატრიუტული ზეიმები იმართება, ხოლო ბავშვებს სამხედრო კომუფლაჟის ბადეს აკერინებენ.
ხშირია ბავშვების გადაყვანა რეგიონიდან რეგიონში, მათ შორის რუსეთი შორეული ჩრდილოეთის რეგიონებში.
სწორედ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის საქმეზე გამოსცა ჰააგის სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მისი სახალხო ომბუცმენის დაკავების ორდერი.
სწორედ უკრაინელი ბავშვების უკანონო გატაცებისთვის გამოსცა ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ.