ერაყის პრემიერზე თავდასხმის შემდეგ ბაღდადში ირანელი გენერალი ჩავიდა
ბაღდადს ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი, ესმაილ ღაანი ეწვია მას შემდეგ, რაც კვირას ერაყის პრემიერმინისტრს უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავს დაესხნენ.
ღაანი სავარაუდოდ ერაყის პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰს და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება.
თეირანი აცხადებს, რომ პრემიერ მუსტაფა ალ-კაზიმიზე განხორციელებულ თავდასხმასთან საერთო არაფერი აქვს.
ირანელი გენერლის ვიზიტი ერაყელი სამართალდამცავების მიერ პრო-ირანული ჯგუფების თავდასხმასთან კავშირის გამოძიების დაწყებას ემთხვევა.
ერაყის არმიის გენერლის ინფორმაციით, უპილოტო საჰაერო აპარატს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან მართავდნენ.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ალ-კაზიმიზე თავდასხმა „პრო-ირანული ჯგუფების ჩადენილ კრიმინალური აქტს“ წარმოადგენდა.
ესმაილ ღაანი ირანის ელიტურ შეიარაღებულ დანაყოფს, ყუდსის ძალებს მეთაურობს, რომელიც საზღვარგარეთ ფარული სადაზვერვო-სამხედრო ოპერაციების განხორციელებითაა დაკავებული.