ერდოღანი პუტინს: არ ვცნობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს

 

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინის ირგვლივ არსებულ კრიზისს შეეხო.

ერდოღანის თქმით, თურქეთი არ ცნობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს და არ განიხილავს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას.  

ერდოღანმა კიდევ ერთხელ შესთავაზა ვლადიმირ პუტინს ეწვიოს თურქეთს. უკრაინის ირგლივ ესკალაციის ზრდის ფონზე ერდოღანი რამდენიმეჯერ გამოვიდა ინიციატივით თურქეთის ტერიტორიაზე გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა. 

ერდოღანის გეგმებთან დაკავშირებით დადებითი დამოკიდებულება გააჟღერა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც. რაც შეეხება კრემლს, აქ პირდაპირ პასუხს თავს არიდებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ დროისთვის ზელენსკისთან შეხვედრის აზრს და მიზანს ვერ ხედავენ. 

მსგავსი სიახლეები