ერდოღანის სპიკერის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვა მოლაპარაკებებს ართულებს
რუსული მიერ უკრაინის დაბომბვა ომს "ახანგრძლივებს" და ართულებს ნებისმიერ მოლაპარაკებას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბრის კომენტირებისას მან თქვა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმერ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. კალინის თქმით, ომი დღეს "ჩიხში შედის."
მან აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება მოიცავდა იმას, რომ ჯერ რუსეთი შეჩერდებოდა, შემდეგ კი უკრაინა და მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებენ მხარეები მოლაპარაკებას.
ერდოღანის სპიკერმა თქვა, რომ უკრაინულ მხარეს სურს დაინახოს "რუსეთის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ტყვეების გაცვლის გეგმა, "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელება."
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს "ბრძოლის ველზე ცეცხლის შეწყვეტაზე მუშაობას", განსაკუთრებით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო.
ამასთან, მისი აზრით, ახლა არც ერთი მხარე არ არის მზად იარაღის დასადებად და მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად. კალინი თქმით, თურქეთი შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის ესკალაცია გაგრძელდება.