ერმაკი: ჩვენ ვართ ეფექტურები, ხოლო რაოდენობა ვერასდროს გადაჯობნის ხარისხს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, 7 ნოემბერს Telegram-ზე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, პირველი მსოფლიო ომის პერიოდს შეადარა.
მან აღნიშნა, რომ ერიხ მარია რემარკის ანტისაომარ რომანში, პირველი მსოფლიო ომის შესახებ "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" "სრულყოფილად ხსნის ომის პრინციპს, როდესაც ადამიანებს, უცხო ტერიტორიის მოჩვენებითი ნაწილების გამო, სიკვდილზე აგზავნიან".
"პირველმა მსოფლიო ომმა აჩვენა, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება განადგურდეს სანგრების ომში. ახლა რუსები იყენებენ მსგავს პრინციპებს, როცა ათასობით საკუთარ ჯარისკაცს აგზავნიან სასიკვდილოდ. ჩვენ ვართ ეფექტურები, ხოლო ისინი რაოდენობრივად მეტნი არიან. მკვდრების არდათვლა და მათი დავიწყება - ეს არის რუსეთის ომის მთელი არსი", - წერს ერმაკი.
მან აღნიშნა, რომ "რაოდენობა ვერასდროს დაამარცხებს ხარისხს".
"და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ [უკრაინის] 1991 წლის საზღვრებს", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.