ერმაკი: რუსეთი უკრაინაზე შემტევ დაჯგუფებას ქმნის

6 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა კიევში, ამერიკელ სენატორებთან ჯეკ რიდთან და ანგუს კინგთან შეხვედრა გამართა. ამ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისმა პარტნიორებმა არა მხოლოდ იცოდნენ რა ხდება ფრონტის ხაზზე, არამედ მიიღონ განახლებული ინფორმაცია მისი საჭიროებების, გეგმებისა და შემდგომი ოპერაციების შესახებ, განაცხადა ერმაკმა შეხვედრის შემდგომ ბრიფინგზე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა რწმენა, რომ ამერიკელმა სენატორებმა "სრული ინფორმაცია მიიღეს".

"მადლობა გადავუხადე ამერიკელ სენატორებს უკრაინაში ვიზიტისთვის და ვისაუბრე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის სისტემატური ბრიფინგების გამართვის მნიშვნელობაზე. ხაზი გავუსვი, რომ მტერი შეტევითი ოპერაციებისთვის დაჯგუფების კონცენტრაციას ახდენს. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიმართულებით", - წერს ერმაკი Telegram-ზე.

მსგავსი სიახლეები