ერმაკი რუსეთის დეფოლტზე: სანქციები მუშაობს, ამიტომ ისინი უნდა გამკაცრდეს

დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომ ისინი უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ 27 ივნისს Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"ანტირუსული სანქციები მუშაობს, ამიტომ ისინი უნდა გამკაცრდეს. 1918 წლის შემდეგ პირველად რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა. სანქციებმა გადაკეტა უცხოური კრედიტების გადახდის გზები", - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

მან აღნიშნა, რომ ახლა აუცილებელია რუსეთის მთელი საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

27 ივნისის ღამეს რუსეთის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა დაახლოებით 100 მილიონი დოლარის პროცენტის გადახდაზე. ამ ვადის გადაცილება დეფოლტის გამოცხადებას ნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები