ერმაკი რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლაზე: რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, "მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ აღნიშნა, რომ რუსეთი "ფიქტიურ ტერორისტულ თავდასხმებს აწყობს საკუთარ ობიექტებზე". ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

"რუსული შანტაჟის პრიმიტიულობა ყველაფერში. ბირთვული შანტაჟი, ენერგეტიკა, საკვები... ფანტასტიკა "ბინძურ ბომბზე", რომელზეც მთელი მსოფლიო იცინის. გამოგონილი ტერორისტული თავდასხმები საკუთარ ობიექტებზე... ყველაფერი ძალიან მარტივი და პროგნოზირებადია." - დაწერა ერმაკმა.

მისი აზრით, რუსები ავლენენ "კრიმინალების აგონიას, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ინფანტილური ულტიმატუმებით ვერაფერს მიაღწევენ და მათი დრო დასასრულს უახლოვდება".

29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

 

მსგავსი სიახლეები