ერმაკი რუსეთის მიერ დაანონსებულ "რეფერენდუმებზე": ეს არის განადგურების შიში

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში ნაჩქარევი რეფერენდუმების გამოცხადება სხვა არაფერია თუ არა რუსეთის შიშის გამოხატულება. 

"ეს არის უბრალო შანტაჟი იმ ხალხისგან, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს და ბავშვებს ეომება. ასე გამოიყურება განადგურების შიში, მტერს ეშინია და პრიმიტიულად მანიპულირებს. უკრაინა გადაჭრის რუსეთის საკითხს. საფრთხის ლიკვიდაცია მხოლოდ ჩვენ ძალას შეუძლია",- წერს ანდრეი ერმაკი. 

კონტექსტი

ეს უკრაინული მხარის პირველი ოფიციალური კომენტარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში რეფერენდუმების თარიღის გამოცხადების შემდეგ. 

ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება. 

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა. 

მოსალოდნელია, რომ მომდევნო საათებში იმავე გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადებენ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქის ნაწილებშიც. 

მსგავსი სიახლეები