ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოსე მანუელ ალბარესი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან 2 ნოემბერს Twitter-ზე დაწერა.
"კიევში ჩავედი, რათა უკრაინის ხალხსა და მთავრობას მისი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში მხარდაჭერა გადავცე და მადლობა გადავუხადო ესპანეთის საელჩოს თანამშრომლებს უკრაინაში გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა ალბარემა.
კონტექსტი
ესპანეთი უკრაინას 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მხარს უჭერს.
13 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას ოთხ საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk-ს გადასცემს.
ასევე მოსალოდნელი იყო, რომ ესპანეთი უკრაინას გერმანული წარმოების 40 საბრძოლო ტანკ Leopard 2-ს გადასცემდა. თუმცა, 10 ივნისს Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ესპანეთს ტანკების გადაცემის ნებართვა არ მისცა.