ესტონეთის ექს-პრეზიდენტი ევროკავშირს: უფრო მეტი გააკეთეთ, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა
ბელარუსის ხელისუფლების მიერ "რაინეარის" თვითმფრინავის შეჩერებისა და რამან პრატასევიჩის დაკავებას ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი გამოეხმაურა. მან ევროკავშირის წარმომადგენლებს აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდა.
"თაღლითმა ხელისუფლებამ საჰაერო მეკობრეობა ჩაიდინა, როდესაც ევროკავშირის ორ დედაქალაქს შორის მფრინავი თვითმფრინავს დაფრენა აიძულა"
ყოფილმა პრეზიდენტის აზრით, ევროკომისიამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
"ცვლილებების მისაღწევად მოდით გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა",- განაცხადა ილვესმა.
---------------
ბელარუსის ხელისუფლებამ ცნობილი აქტივისტის რამან პრატასევიჩის დაკავების მიზნით "რაინეარის" რეისი გამანადგურებელი თვითმფრინავის საშუალებით შეაჩერეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის დაშვების შემდეგ, ბელორუსი აქტივისტი მომენტალურად დააკავეს, რასაც პასუხად საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
რამან პრატასევიჩი ლუკაშენკოს აქტიური კრიტიკოსია და საკუთარი ანტი-სამთავრობო საქმიანობის გამო ბელარუსში აღარ ცხოვრობდა. იგი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, რა დროსაც ბელარუსული მხარის იძულებით, თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში დაფრინდა.