ესტონეთი: მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯი

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა. 

"ბოლო ცნობები პოლონეთიდან აღმაშფოთებელია. აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ პოლონეთთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯი",- ნათქვამია განცხადებაში. 

კონტექსტი

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ნასროლი ასამდე რაკეტიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს პოლონური მედიაც. 

პოლონური მედიის ინფორმაციით, რაკეტები მარცვლეულის საშრობ საწყობს დაეცა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მოქალაქე. ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები და სახანძრო სამსახური. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერმა მორავიეცკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საგანგებო სხდომა მოიწვია. სავარაუდოა, რომ სხდომის მოწვევა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას უკავშირდება. 

ოდნავ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს ქალაქ ლუბლინის რადიო, რომლის ინფორმაციითაც რაკეტები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობს დაეცა. 

თავის მხრივ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო 2020 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი პირველი მდივნის პოსტს მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი იკავებს. 

კაჩინსკისა და პრემიერ-მინისტრის გარდა საბჭოში შედიან სპეცსამსახურების კოორდინაციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და იუსტიიციის მინისტრი.

მსგავსი სიახლეები