ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰააგაში პრიგოჟინისთვის ბორკილები გაგზავნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ Twitter-ზე გამოეხმაურა რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ევროპარლამენტში სისხლიანი ჩაქუჩის გაგზავნას.
"ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გაგზავნა პრიგოჟინმა თავისი სისხლიანი ჩაქუჩი ევროპარლამენტში, ვისურვებდი, რომ მან მიიღოს ჩვენი პატარა საჩუქარი, რომელიც მას ჰააგაში ელოდება", - წერს ის.
რეინსალუმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აჩვენა, რომ მისი საჩუქარი ხელბორკილები იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელბორკილები პრიგოჟინს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში დაელოდება.
პრიგოჟინთან დაკავშირებულმა Telergam არხებმა 23 ნოემბერს, ევროპარლამენტში "სისხლიანი" ჩაქუჩის გაგზავნის გამოაქვეყნეს ვიდეო. ეს პრიგოჟინის საპასუხო რეაქცია იყო ევროპარლამენტის მიერ "ვაგნერის" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის მოთხოვნაზე.