ესტონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა უკრაინის დახმარება მშპ-ს 1%-მდე გაზარდონ
ესტონეთმა გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას მოუწოდა, მნიშვნელოვნად მეტი თანხები გამოყოს უკრაინის დასახმარებლად. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ კიევისთვის დახმარება მშპ-ს 1%-მდე უნდა გაიზარდოს.
ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ესტონეთი არც ისე დიდი ქვეყანაა და უკრაინის დასახმარებლად თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი გამოყო. "ჩვენ ვიცით, რომ ეს შესაძლებელია", - თქვა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიის მოგერიების მნიშვნელობას მთელი ევროპის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის.
"უკრაინელებიც ჩვენთვის იბრძვიან", - თქვა მან.
კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ ამ დროისთვის კიევს 7.4 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო, რაც მშპ-ს მხოლოდ 0.2%-ს შეადგენს. საფრანგეთისა და იტალიის წილი კიდევ უფრო მცირეა (0.1%-ზე ნაკლები).
ამავდროულად, ლატვიისა და ესტონეთის დახმარების წილი მშპ-ში 1.2% და 1.1%-ია. მათ მოსდევს ლიეტუვა (0.9%), პოლონეთი (0.6%) და ნიდერლანდები (0.5%).
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირველ წელს შეერთებულმა შტატებმა კიევს 71.3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გადასცა, მაგრამ მშპ-ს 0.4%-ია.