ესტონეთმა უკრაინას 11 ავტობუსი და გენერატორები გადასცა

ესტონეთმა უკრაინას კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ენერგეტიკული აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ, ესტონეთში უკრაინის ელჩმა, მარიანა ბეცამ Twitter-ზე დაწერა.

"ესტონეთიდან უკრაინაში კიდევ 11 ავტობუსი, გენერატორები და ელექტრომოწყობილობი გაიგზავნა, კერძოდ, ჟიტომირში, ხარკოვში, ბუჩასა და პოლტავში. მადლობას ვუხდით ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უკრაინის კულტურის სამინისტროს და ესტონეთის ეკონომიკის სამინისტროს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დასახმარების გაგზავნისთვის", - წერს ის.

კონტექსტი

ოქტომბრის შემდეგ რუსმა დამპყრობლებმა რვა მასიური თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, გაისროლეს 1000-ზე მეტი რაკეტა და ჭურვი. ქვეყანამ დაიწყო ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ უკრაინაში 500 გენერატორს გაგზავნის.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 53 მილიონი დოლარი გამოუყო ენერგეტიკული აღჭურვილობის სასწრაფოდ შესაძენად, გერმანიამ კი უკრაინას 56 მილიონი ევრო გამოუყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად და 350 გენერატორი გაუგზავნა.

300-მდე გენერატორს სლოვაკეთი უკრაინას დეკემბრის ბოლომდე გადასცემს.

მსგავსი სიახლეები