ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობიდან გადადგა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობიდან გადადგა. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, არძინბა უკვე დაემშვიდობა თანამშრომლებს და მოსკოვში ბრუნდება. 

ინალ არძინბა რუსეთის მოქალაქეა, ის დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - არძინბა დსთ-ს ქვეყნებთან სოციალ-ეკონომიკურ საკითხებში დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

საოკუპაციო რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები