Euronews: აზერბაიჯანში ავიაკატასტროფის მიზეზად რუსულ საზენიტო რაკეტას მიიჩნევენ

აზერბაიჯანის მთავრობაში წყაროების ცნობით, აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საზენიტო რაკეტა გახდა. 

ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი, 24 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუს ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შემთხვევას 38 ადამიანი ემსხვერპლა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს. წყაროების ცნობით, რაკეტა იმ დროს გაისროლეს, როდესაც გროზნოს საჰაერო სივრცეში დრონების აქტივობა ფიქსირდებოდა - საზენიტო რაკეტა თვითმფრინავის მახლობლად აფეთქდა, რის შედეგადაც ნამსხვრევები თვითმფრინავში მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟს მოხვდა. 

ამასთანავე აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, დაზიანებულ თვითმფრინავს, პილოტების თხოვნის და განმარტების მიუხედავად, რომ თვითმფრინავი ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რუსეთის არცერთ აეროპორტში დაშვების უფლება არ მისცეს - რუსმა დისპეჩერებმა პილოტებს მოუწოდეს გაეგრძელებინათ გზა კასპიის ზღვის გავლით, ქალაქ აქტაუს მიმართულებით. 

მსგავსი სიახლეები