ეუთო: დონბასელმა სეპარატისტებმა ფრონტის ხაზთან მძიმე შეიარაღება განათავსეს

 

უკრაინაში ეუთოს მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა დონეცკის და ლუჰანსკის სეპარატისტულმა ძალებმა ფრონტის ხაზთან ახლოს მძიმე შეიარაღება განათავსეს.

პაკროვკას, კრუგლიკის, მირნოეს და შიმშინოვკას პოლიგონებზე, ასევე უსპენკის დაბასთან ახლოს სულ სეპარატისტებმა 76 ტანკი, 18 ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი და 10 ჰაუბიცა განათავსეს.

შიმშინოვკის პოლიგონთან - ლუჰანსკიდან 27 კილომეტრში - ეუთოს დამკვირვებლებმა 14 ჯავშანმანქანა, პოკროვკასთან კი 16 ჯავშანმანქანა დააფიქსირეს.

მინსკის ხელშეკრულება, რომელსაც 2015 წელს მოეწერა ხელი, შეიარაღებული კონფლიქტის მხარეებს შეხების ხაზიდან 50 კმ-ის მანძილზე მძიმე არტილერიის განთავსებას უკრძალავს.

 


 

2014 წელს რუსეთის მიერ წაქეზებული და მხარდაჭერილი აგრესიის შედეგად დონბასის რეგიონში ორი სეპარატისტული ტერიტორია - ლუჰანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები შეიქმნა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან მასშტაბური სამხედრო მობილიზაციის ფონზე ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრემლი დონბასის რეგიონს უკრაინაზე თავდასხმისთვის ერთ-ერთ პლაცდარმად მოიაზრებს. 

მსგავსი სიახლეები