ევგენი პრიგოჟინი: ბახმუტს ახლო მომავალში ვერ ავიღებთ

კრემლს დაქვემდებარებული კერძო სამხედრო კომპანიის პატრონის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, რუსები ქალაქ ბახმუტს ახლო მომავალში ვერ აიღებენ.

"ბახმუტს ხვალ ვერ ავიღებთ, რადგან წინააღმდეგობა დიდია და ხორცსაკეპი მანქანა მუშაობს," - ამბობს "პუტინის მზარეულად" წოდებული პრიგოჟინი.

ვაგნერის პატრონის თანახმად, "ხორცსაკეპმა რომ იმუშაოს, არ შეიძლება ზეიმის დაწყება. ზეიმი კი ახლო მომავალში არ იქნება."

უკვე თვეებია, ვაგნერი და რუსეთის არმია პატარა უკრაინული ქალაქის, ბახმუტის აღებას უშედეგოდ ცდილობენ.

პროგოჟინის თქმით კი უკრაინელები ქალაქის დაცვას "ყველა მიმართულებით" აძლიერებენ.

ვაგნერმა კვირას გამოაცხადა, რომ ბახმუტის ჩრდილოეთით დაიკავეს პატარა დასახლება კრასნა ჰორა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.

წარსულში ევგენი პრიგოჟინს ნათქვამი აქვს ისიც, რომ ბახმუტთან ვაგნერის უპირველესი ამოცანა უკრაინელებისთვის რაც შეიძლება დიდი ზიანის მიყენებაა.

 

მსგავსი სიახლეები