ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს - Politico

ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს იწყებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ. ამ ინფორმაციას 21 სექტემბერს Politico ევროკავშირის ოთხ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შეზღუდვების განხილვა შესაძლოა პარასკევს, 23 სექტემბერს შედგეს, ნათქვამია სტატიაში.

დიპლომატები ელიან, რომ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები დააყენებენ რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის საკითხს, რომელიც ახლა G7-ში განიხილება. აშშ ევროკავშირს სთხოვს საწვავზე "ფასის ზედა ზღვარი" შემოიღოს, სანამ დეკემბერში ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ძალაში შევა.

გარდა ამისა, ევროკავშირის ელჩები დამატებით ინდივიდუალურ სანქციებს, რუსული ბრილიანტების და სხვა ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვას განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები