ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას 1000-ზე მეტი გენერატორი გადასცეს - ევროკომისარი
2022 წელს, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინას 1000-ზე მეტი გენერატორი გადასცეს. ამის შესახებ, იანეს ლენარჩიჩმა, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარმა, 24 დეკემბერს განაცხადა.
"სახლებისა და საავადმყოფოების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, ევროპულმა ქვეყნებმა, უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი გადასცეს," - თქვა მან.
ლენარჩიჩის თქმით, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმით, უკრაინას 78,000 ტონა დახმარება გადაეცემა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თქმით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე ჩავიდა 200-ზე მეტი ტვირთი, ენერგეტიკული აღჭურვილობით.
მთლიანობაში, უკრაინას, ზამთრის გადასატანად, დაახლოებით 17,000 სამრეწველო გენერატორი სჭირდება.