ევროკომისია: ნორვეგია ევროკავშირის ქვეყნებს გაზის მიწოდებას გაუზრდის
ევროკომისია და ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ, კერძოდ, ნორვეგიიდან ევროკავშირის ქვეყნებში გაზის მიწოდებას გრძელვადიან ზრდაზე. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა.
ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა "გაზრდის ევროპის გამძლეობას უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის უარყოფითი შედეგების მიმართ", რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისია აცხადებს, რომ ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელობა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის "კიდევ უფრო გაიზარდა".
წლის ბოლომდე ევროკავშირის ქვეყნები ნორვეგიიდან დაახლოებით 100 ტერავატი/საათში დამატებითი ენერგიის მიღებას შეძლებენ.