ევროპარლამენტის თავმჯდომარე 65 წლის ასაკში გარდაიცვალა
ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სასოლის გარდაცვალება „იმუნური სისტემის სერიოზულ გართულებას“ უკავშირდება, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მისი პრეს-სპიკერი ავრცელებს.
65 წლის იტალიელი პოლიტიკოსი 26 დეკემბრიდან საავადმყოფოში იწვა. მანამდე, 2021 წლის სექტემბერი, მას ჰოსპიტალიზაცია პნევმონიის გამო მოუწია.
„დამწუხრებული ვარ დიდი ევროპელის და ამაყი იტალიელის დაკარგვით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სასოლი, რომელმაც სახელი ჟურნალისტობით გაითქვა, ევროპარლამენტის წევრად პირველად 2009 წელს აირჩიეს.
ის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსის წევრი იყო.
2019 წელს ის ევროპარლამენტის - ევროკავშირის წარმომადგენლობითი ორგანოს - თავმჯდომარედ აირჩიეს.