ევროპარლამენტმა უკრაინისთვის €18 მილიარდის დახმარების გადაცემას მხარი დაუჭირა

24 ნოემბერს, სტრასბურგში გამართულ სესიაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა  2023 წლის განმავლობაში უკრაინის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს, რომლის ღირებულებაც 18 მილიარდი ევროა. რეზოლუციას მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 38 იყო, 26-მა კი თავი შეიკავა.

მოკლევადიანი ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინას რეაბილიტაციისთვის გადაეცემა, როგორც პირველადი მხარდაჭერა ომის შემდგომი აღდგენისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

დახმარება გამოიყოფა რუსული აგრესიის შედეგად დანგრეული კრიტიკული ფუნქციებისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ასევე მოსახლეობის საჭიროებებისთვის. კერძოდ, კრიტიკული ინფრასტრუქტურა - ენერგო და წყალმომარაგების სისტემები, სატრანსპორტო ქსელები, გზები და ხიდები, სამედიცინო დაწესებულებები, სკოლები და დევნილთა საცხოვრებლები.

"უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს განსაკუთრებული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული, სამხედრო და ფინანსური მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკრაინას მივენიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ.

მსგავსი სიახლეები