ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

5 ოქტომბერს ევროპაში 1000 მ³ ბუნებრივი აირის ფასმა 1400 დოლარს მიაღწია, რაც ახალი რეკორდია. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის ბირჟა ავრცელებს.

წინა რეკორდი 30 სექტემბერს დამყარდა, როდესაც ფასი 1200 დოლარი იყო.

40-ზე მეტი ევროპარლამენტარისგან შემდგარმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ფასის რეკორდულ ზრდაში დამნაშავე "გაზპრომია". რუსული ენერგოგიგანტი მათ ბაზარზე მანპულაციებში დაადანაშაულეს.

"გაზპრომი" ბრალდებებს უარყოფს.

 

 

მსგავსი სიახლეები