ფაშინიანი: სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების არსებობის უპირატესობას ვერ ვხედავ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების ხანგრძლივ ყოფნაში უპირატესობას ვერ ხედავს, რადგან რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები არ შეასრულა.

ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი ახალ პარტნიორებს ეძებს, რადგან რუსეთის ფედერაციამ არ შეასრულა ვალდებულებები, განსაკუთრებით გასულ თვეში, მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის დროს.

"ამ მოვლენებმა, ფაქტობრივად, მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ უნდა გავამრავალფეროვნოთ ჩვენი უსაფრთხოების ურთიერთობები და ჩვენ ამას ახლა ვცდილობთ," - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხეთის ქალაქ გიუმრში 102-ე რუსული სამხედრო ბაზა მდებარეობს.

აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი ელვისებური ოპერაციით დაიბრუნა, რაზეც პასუხისმგებლობას სომხეთი რუსეთის ფედერაციას აკისრებს, რადგან ყარაბაღში მყოფი რუსი "სამშვიდობოები" უმოქმედოდ იდგნენ და აზერბაიჯანი წლების განმავლობაში რუსეთისგან ყიდულობდა შეიარაღებას.

მსგავსი სიახლეები