ფედერაციის საბჭომ პუტინს დონეცკსა და ლუჰანსკში ჯარების შეყვანის ნებართვა მისცა

 

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ვლადიმირ პუტინის თხოვნას, მიეცათ მისთვის საზღვარგარეთ ჯარების გაგზავნის საშუალება. 

ფედერაციის საბჭოს მიმდინარეობისას, თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ წინადადების მიზანია დაამყაროს მშვიდობა და შეწყვიტოს სამოქალაქო ომი დონეცკისა და ლუჰანსკის "სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე".

ფედერაციის საბჭოს სხდომას ესწრება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ამბობს, რომ ოფიციალური კიევი უკვე ატარებს საბრძოლო ოპერაციებს დონბასის ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები