ფედოროვი: ოკუპირეული მელიტოპოლის სამხრეთით 10-მდე აფეთქება მოხდა

31 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლიდან არც თუ ისე შორს, მოლოხნის შესართავთან, აფეთქებები გაისმა. ამის შესახებ Telegram-ზე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

"წინააღმდეგობა გრძელდება: დაახლოებით 10 აფეთქება დაფიქსირდა მელიტოპოლის სამხრეთით, მოლოხნის შესართავის მიმართულებით, სადაც დამპყრობლებმა სამხედრო ტექნიკა და საცავები გადაიტანეს. აფეთქებები მატულობდა, ჯერ სამხრეთის ქუჩების მცხოვრებლებმა გაიგეს, შემდეგ მთელმა ქალაქმა", - დაწერა მან და აღნიშნა, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას აგროვებს.

როგორც "РИА Мелитополь"-მა აღნიშნა, "ოკუპანტებმა თავიანთი აღჭურვილობის უმეტესი ნაწილი გადაიტანეს შესართავთან, რათა უკრაინელები HIMARS-ის სარაკეტო სისტემით ვერ მიწვდნენ მათ".

ფედოროვმა მელიტოპოლში აფეთქებების შესახებ ორშაბათსაც განაცხადა. "ზაფხულის ბოლო დღეები უკრაინის მთელი სამხრეთი მიმართულების ოკუპანტებისთვის ყველაზე ცხელი იქნება", - წერს მერი.

მსგავსი სიახლეები