ფედოროვი: "რეფერენდუმში" მონაწილეობა ზაპოროჟიეს მოსახლეობის მხოლოდ 0.5%-მა მიიღო
რუსეთთან "შეერთების" ფსევდორეფერენდუმში ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილის მცხოვრებთა 1%-ზე ნაკლებმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რაიონის ქალაქ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა.
ფედოროვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მადლობა გადაუხადა დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მცხოვრებლებს "რეფერენდუმის" ბოიკოტირების გამო.
"ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების მხოლოდ 0.5%-მა მიიღო მონაწილეობა ამ გაყალბებაში", - დასძინა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი ცივილიზებული სახელმწიფო არ აღიარებს ფსევდორეფერენდუმის შედეგებს.
"ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. მელიტოპოლი არის სამხრეთის გასაღები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩვენს ქალაქს გაათავისუფლებენ", - დასძინა მან.