ფილიპ კირკოროვი მოლდოვაში არ შეუშვეს

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი იძულებული გახდა კიშინიოვის აეროპორტის VIP ლაუნჯში დარჩენილიყო. ამის შესახებ 29 ივლისს მოლდოვური გამოცემა Realitatea ავრცელებს ინფორმაციას.

კირკოროვი კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში ხუთშაბათს საღამოს, დაახლოებით 23:30 საათზე დაეშვა. ის ქვეყანაში არ შეუშვეს, რის გამოც მომღერალი აეროპორტის VIP ლაუნჯში დარჩა.

მოლდოვაში მისი ვიზიტის მიზანი ჯერჯერობით უცნობია.

29 ივლისს მოლდოველი ადვოკატი აურელიუ კოლენტინიკიშინიოვის აეროპორტში პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: "რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვს მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლა ეკრძალება".

რუსული საინფორმაციო სააგენტო "Интерфакс" აღნიშნავს, რომ კირკოროვი სტამბოლიდან გეგმიური რეისით გაფრინდა.

"კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში მიიღეს გადაწყვეტილებაუცხო ქვეყნის ზოგიერთ მოქალაქის მოლდოვის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვის შესახებ. სასაზღვრო კონტროლის დროს გაირკვა, რომ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ნებართვის პირობები არ დაკმაყოფილდა", - აცხადებენ მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაში.

მსგავსი სიახლეები