ფინეთი პირველად მონაწილეობს ნატოს ერთობლივ თავდაცვით წვრთნებში
4 მარტს ნატოს სწავლება Nordic Response 2024 იწყება, რომელშიც ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას, როგორც ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.
წვრთნები ფინეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება.
სწავლება მოიცავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მანევრებს და მასში დაახლოებით 20 ათასი მონაწილე ჩაერთვება 14 ქვეყნიდან, მათ შორის 4100 ფინელი ჯარისკაცი.
ალექსანდრ შტუბმა, რომელმაც პარასკევს ფიცი დადო ფინეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე, განაცხადა, რომ ის თავის პირველ უცხოურ ვიზიტს 7 მარტს, ნორვეგიაში, წვრთნების დასაკვირვებლად განახორციელებს.
"ორი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ფინეთის პრეზიდენტი თავისი პირველ სამუშაო ვიზიტით ნატოს წვრთნებზე ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ ჩავიდოდა, არ დავიჯერებდი," - თქვა მან.
წვრთნებში ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ნატოს სხვა ქვეყნების 100-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავები, ტანკერები, სატრანსპორტო და სადაზვერვო თვითმფრინავები, ასევე სხვადასხვა ვერტმფრენები.
ცოტა ხნის წინ პოლონეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების ფარგლებში, ქვეყნის გზებზე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა გამოჩნდება.
Steadfast Defender-ს ნატოს ყველაზე დიდ წვრთნებს 1988 წლიდან უწოდებენ.