ფინეთი რუსეთთან საზღავრს 13 დეკემბრამდე სრულად ჩაკეტავს
ფინეთი რუსეთთან დამაკავშირებელი ყველა სასაზღვრო პუნქტის ფუნქციონერებას აჩერებს - საზღვარი სრულად ჩაკეტილი იქნება 13 დეკემბრამდე.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Helsingin Sanomat პრემიერ პეტერი ორლოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი ბოლო სასაზღვრო პუნქტის ჩაკეტვის გადაწყვეტილება პრემიერმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
ამავე გადაწყვეტილებით რუსეთის მოქალაქეებს ფინეთში თავშესაფრის მოთხოვნა მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში შეეძლებათ და არა სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე.
ამასთანავე გადაწყვეტილება არ შეეხება სატვირთო და სარკინიგზო გადაზიდვებს. პეტერი ორპოს თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ ფინეთზე წნეხის მოხდენის მცდელობაა, რაც ფინეთისთვის მიუღებელია.
კონტექსტი
ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფინეთთან დამაკავშირებელ გამშვებ პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო იმ მოქალაქეების გატარება, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია არ გააჩნდათ.
ფინეთში ფიქრობენ, რომ ამგვარად კრემლი ცდილობს ჰესლინკის პრობლემები შეუქმნას და მისი საემიგრაციო სამსახურები გადატვირთოს.
პრობლემის აღსაკვეთად ფინეთმა ეტაპობრივად შეაჩერა რუსეთთან დამაკავშირებელი სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მუშაობა - ბოლო ასეთი პუნქტი ლაპლანდიაში მუშაობდა, თუმცა ფინეთის პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ეს მოონაკვეთიც ჩაიკეტება.