ფინეთის პრემიერი: ნატოში გაწევრიანების საკითხი გაზაფხულზევე უნდა გადავწყვიტოთ
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოს.
ინფორმაციას ამის შესახებ ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამ თემაზე მარინმა თავის პარტიის ყრილობაზე ისაუბრა. ყრილობის მიზეზი სწორედ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პარტიის პოზიციის ჩამოყალიბება იყო.
ფინეთის პრემიერის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ფინეთი დააფიქრა საკუთარ სამხედრო სტრატეგიასა და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე - "რუსეთი არ არის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად ნაფიქრი, მაგრამ სწრაფი, არსებითად ამ გაზაფხულზევე".
სან მარინის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ფინეთს მის შედეგებთან გამკლავება მოუწევს. პრემიერის თქმით, საკუთარ პოზიციას ტრანს-ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უახლოეს კვირებში გაასაჯაროებს.
მანამდე ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საუბრობდა ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტე. ბოლო კვირების განმავლობაში ნიინისტემ არაერთხელ განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება ფინეთისთვის მომგებიანი იქნებოდა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინეთში თვიდან-თვემდე იზრდებოდა - ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევით ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 62%, რაც ისტორიული მაქსიმუმია.