ფინეთის პრეზიდენტი: ჩვენ რუსეთის არ გვეშინია
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისიტომ პრეზიდენტობის ბოლო მიმართვისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას რუსეთის არ ეშინია, მაგრამ ფხიზლად რჩება.
ნიინისტიომ აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
"ფინეთში ჩვენც უხერხულად ვგრძნობდით თავს. ჩემი პასუხია, რომ ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ ფხიზლად ვართ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომმა ევროპა გამოაფხიზლა და ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა.
ნიინისტომ გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოების მოდელი იმსახურებს შექებას: თავდაცვითი შესაძლებლობების აქცენტი თვითდაჯერებულობაზე, რეზერვებზე და ქვეყნის დაცვის სურვილზე.
"ფინეთის მოდელი არის მშვიდობის გარანტია. ნატოს ქვეყნები ევროპაში რომ ასე მოიქცნენ, გაერთიანებული ძალები უზარმაზარი იქნებოდა. ვერავინ შეძლებს თავდასხმას ასეთ ძლიერ მოთამაშეზე," - განაცხადა მან.
ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციასთან საზღვარზე არსებულ ვითარებასაც შეეხო.
"რუსეთი იყენებს ხალხს, როგორც ინსტრუმენტს საზღვრის უსაფრთხოების შესუსტების, სიტუაციის დესტაბილიზაციისა და უთანხმოების შესაქმნელად," - თქვა მან.
11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს ვინ შეცვლის ნიინისტიოს თანამდებობაზე.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ყოფილი პრემიერი ალექსანდრ შტუბი პირველ ადგილზეა და მნიშვნელოვანი უპირატესობით ამარცხებს მის კონკურენტ პეკა ჰავისტოს.
პირველ ტურში შტუბსა და ჰაავისტოს შორის სხვაობა ორ პროცენტზე ნაკლები იყო.