ფინეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა ევროპის მომავლისთვის იბრძვის
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა სამშვიდობო ძალებისადმი საშობაო მილოცვაში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრაზე ისაუბრა.
მილოცვის ტექსტი 24 დეკემბერს, ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ჰაკანენის თქმით, "რუსეთის ძალისმიერმა პოლიტიკამ დაუცველობისა და გაურკვევლობის განცდა შექმნა ევროპაში და ირიბად მთელ მსოფლიოში."
"ჩვენ მივიღეთ მტკივნეული გაკვეთილი, რომ დიდ ძალას შეუძლია თავი გამართლებულად იგრძნოს თავისი პატარა მეზობლის არჩევანში ჩარევით და მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად," - დასძინა მან.
ფინეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის ყველა მეზობელი სახელმწიფოს ბედზე: "უკრაინაში მთელი ევროპის მომავლისთვის იბრძვის."
ჰაკანენმა ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში ფინეთი აიძულა უარი ეთქვა ნეიტრალიტეტზე, ნატოს წევრი გამხდარიყო და დაედო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან.
ევროკავშირის უმღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა უკვე გაამახვილა ყურადღება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გამარჯვების საფრთხეზე ევროკავშირისთვის.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის არსებობა უკრაინაში წყდება, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს საფრთხეს, "რომელიც მოდის დიდი ძალისგან" და რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ დემოკრატიას.