ფინეთმა ევროკომისიას რუსებისთვის ვიზების გაუქმება შესთავაზა

ფინეთმა ევროკომისიას თხოვნით მიმართა რუსებს ვიზები იმ შემთხვევაში გაუუქმოს, თუ მათ შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვათ. ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 სექტემბერს განაცხადა.

"ფინეთი ითხოვს რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც შენგენის შეთანხმების ქვეყნები, რუსეთის მოქალაქეებს საზღვრებში შესვლის აკრძალვისას, ან გაუუქმებენ პირს ვიზას, ან აუკრძალავენ მას შენგენის ზონაში ნორმალური პრაქტიკის შესაბამისად შესვლას". - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უარი ეთქვათ ვიზაზე ან დაწესებულია შესვლის აკრძალვა, აისახება შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) და ამ შემთხვევაში, სხვა წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება აუკრძალონ რუსებს თავიანთ ქვეყანაში ევროკავშირის სხვა ქვეყნიდან შესვლა.

"ეს ხელს შეუშლის ერთსადაიმავე პირებს შენგენის ზონაში სხვა სახმელეთო საზღვრის ან საჰაერო მარშრუტის მეშვეობით შესვლას", - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები