ფინეთმა F-35-ებისთვის საჰაერო ბაზის მშენებლობა დაიწყო
ფინეთის ქალაქ როვანიემში მრავალფუნქციური მეხუთე თაობის გამანადგურებელ-ბომბდამშენ F-35-ისთვის ავიაბაზის მშენებლობა დაიწყო.
ამ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პირველი F-35-ები ქვეყანაში 2026 წელს დისლოცირდება და ისინი ექსპლუატაციაში 2060 წლამდე დარჩებიან.
მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში, მშენებლობა კი სექტემბერში დაიწყო.
როვანიემიში ავიაბაზის მშენებლობა სავარაუდოდ 2027 წლამდე გაგრძელდება.
მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 150 მილიონი ევროა.
მანამდე პირველი F-35-ები დანიამ მიიღო, რომელიც უკრაინისთვის გადაცემულ F-16-ებს ჩაანაცვლებს.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, დიდ ბრიტანეთში F-35 A-ს ორი ესკადრილია განთავსდება, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია.